დატბორილი სარდაფი და ანტისანიტარია

2017-06-11 16:28:04

მეგობრობის პირველი გასასვლელის #5 ბინაში საკანალიზაციო მილია დაზიანებული, რაც კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული თემით "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიმართა. როგორც მოქალაქე აცხადებს, ბინაში საკანალიზაციო მილები ერთმანეთს არის აცდენილი და შედეგად სარდაფი უკვე 2 კვირაა, რაც დატბორილია. მოქალაქეებს დისკომფორტს, კანალიზაციის სუნიც უქმნით. როგორც გვერდის მკითხველი ამბობს, კორპუსის მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების თხოვნით შესაბამის სამსახურს მიმართა. მეზობლების თქმით ადგილზე თვითმმართველობიდან იყვნენ მისულები და მათ საკითხის გადაჭრაში ურთიერთობა თანადაფინანსების ფორმით შესთავაზეს. კორპუსის მაცხოვრებლები კი აღნიშნავენ რომ მათ ნაწილს ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ რის გამოც პრობლემა ამ დრომდე ისევ მოსაგვარებელია.