კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-17 12:48:37

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 14 ქალაქის ცენტრალურ კლინიკის ცხელების ზონაში დადასტურდა.

სამედიცინო დაწესებულების ინფექციონისტის მაია რაზმაძის განცხადებით, ლაბორატორიულ კვლევაზე 16 ნიმუში ჰქონდათ გადაგზავნილი, საიდანაც 14-ზე დადებითი პასუხი მოვიდა. მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის ნაწილი რუსთაველია, ხოლო ნაწილი ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალლიტეტის მცხოვრები.

ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა კი კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში გამოვლინა .

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები