თენგიზ ცერცვაძეს კოვიდ19 აქვს

2020-11-17 10:45:43

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხემძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

"კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს... მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს",- ნათქვამია განცხადებაში

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები