კოვიდ19-ით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2020-11-16 20:32:20

ბათუმში კორონავირუსული ინფექციით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გაავრცელა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დიალიზზე იმყოფებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები