ვისთან არ მივა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი

2020-11-16 18:34:15

ჯანდაცვის მინისტრმა 12 ნოემბერს ინსტრუქცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების შემდეგ ყველა კოვიდინფიცირებულთან არ მივა.

ინტრუქციის მიხედვით, კოვიდინფიცირებულების მკურნალობაში, რომელთანაც სასწრაფო არ მივა, ოჯახის ექიმი ჩაერთვება.

გამოძახებაზე გასასვლელად აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი ან დიარეა. გარდა ამისა, ის უნდა იყოს 65 ან მეტი წლის, ორსული, ახალნამშობიარები (2 კვირა) ან ჰქონდეს თანმხლები ქრონიკული დაავადებები. მათ შორის ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ტემპერატურის ქონა/არქონის მიუხედავად, სასწრაფო პაციენტთან გამოძახებაზე მივა, თუ მას აქვს მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი). დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია). ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე) ან კრუნჩხვა.

ოჯახის ექიმი ერთვება მაშინ, როცა პირს 38,8 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა აქვს, მიუხედავად იმისა, მიეკუთნება თუ არა, რომელიმე რისკ ჯგუფს, ან აქვს თუ არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.

ასევე ოჯახის ექიმი ერთვება მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.

აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.

აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არა აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები