რუსთავში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირებული კლინიკა "რუსთავში" მკურნალობდა.
პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 25 ოქტომბერს შეიყვანეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს.
ინფიცირებულს ვირუსთან ერთად თირკმლის უკმარისობაც აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით 16 ნოემბერს გარდაიცვალა.
ბოლო 1 თვის მონაცემებით, კლინიკა "რუსთავის" კოვიდმიმღებ ცენტრში კოვიდ19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა.