რუსთავში კოვიდ19 მედპერსონალს დაუდასტურდა

2020-11-16 11:00:42

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების 17 შემთხვევა ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ ცხელების ზონაში დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის 7 კლინიკის მედპერსონალია, ხოლო 10 პაციენტი. ცენტრალურ კლინიკაში არსბეულ კოვიდსამკურნალო ცენტრში ამჟამად 60 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 10 რეანიმაციულ განყოფილებაში.

7 ახალი შემთხვევა კი კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში გამოვლინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები