რუსთავში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 2-ით გაიზარდა.
ახალი შემთხვევები ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში კოვიდ19-ის 5 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 3 ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში.