კოვიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-11-15 12:35:47

"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ, თუ  როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი ბოლო პერიოდში.

ყველაზე მეტი ინფიცირება მეზობლებს შორის რუსეთია. ამ დროისთვის დადასტურებულია 1 925 825 შემთხვევა, მათგან 1 439 985 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 186 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთი - ინფიცირებულია 411 055 ადამიანი, მათგან 351 102 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 418 გარდაიცვალა.

სომხეთი- ინფიცირებულია 117 337 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 74 984, ვირუსით გარდაიცვალა 1 763 ადამიანი.

საქართველომ რეგიონში აზერბაიჯანს კორონავირუსის დადასტრებული შემთხვევების რაოდენობით გაუსწრო. ქვეყანაში ამ დროისთვის 79 678 შემთხვევა დადასტურებული, 62 061 გამოჯანმრთელდა, ხოლო 703 გარდაიცვალა.

ყველაზე ცოტა შემთხვევა ფიქსირდება აზერბაიჯანში, სადაც კოვიდ19 დაუდასტურდა 73 429 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 54 049, ხოლო გარდაიცვალა 946.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები