რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამივე შემთხვევა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში დადასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს ინფექციონისტის მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 2 რუსთაველია.