რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2020-11-14 22:24:50

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავი, მშენებელთა ქუჩა N42-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:00-დან 15/11-ის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მარჯვენა სანაპიროს - N11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21 მკ/რ-ებს. კერძო დასახლებას, ჭყონდიდელის დასახლებას მთლიანად, თოდრიას ქუჩას და გასასვლელებს, მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს შარტავას, ტაშკენტის, ლესელიძის, ტურგენევის, ტაბიძის და ქუჩიშვილის ქუჩებს.