ტრაგიკული დღის ისტორია [video]

2020-12-02 22:10:56

"უფლის შვილი" - ასე შეარქვეს შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ რუსთაველ გოგონას, ხატია დევსურაშვილს, რომელმაც სიკვდილთან ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა სასწაულებრივი გამარჯვებით დაასრულა. [ვიდეო/video]

საზოგადოება და განსაკუთრებით რუსთაველები შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავებულ ხატია დევსურაშვილს გულმხურვალედ გულშამეტკივრობდნენ, მოუთმენლად ელოდებოდნენ თითოეულ ახალ ამბავს, რომელიც ხატიას ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა.

"შენთვის ვლოცულობთ", - წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

უმძიმეს ტრაგედიაში დაბადებული სიხარულის ისტორია - სწორედ ეს სიხარულია ხატია დევსურაშვილების ოჯახისთვის. ოჯახისთვის, რომელმაც ამავე ავარიაში 25 წლის ქალიშვილი, მედეა დევსურაშვილი დაკარგა.

"არ ვიცოდით, გვეტირა თუ გვეცინა", - უყვება "ინფო რუსთავს" გოგონების დედა, რომელსაც თავდაპირველად უთხრეს, რომ ორივე შვილი გარდაეცვალა, მოგვიანებით კი შეატყობინეს, რომ 3 გადარჩენილს შორის ერთ-ერთი იყო ხატია.

ექსკურსიის დღეზე, ავარიაზე, საავადმყოფოში გატარებულ უმძიმეს პერიოდზე, ხატიას ახალ ცხოვრებაზე და უმშვენიერეს მედეაზე, ყველა ემოციაზე ერთად - "ინფო რუსთავთან" ისაუბრეს ხატია დევსურაშვილმა და ლიკა სიმონიშვილმა, გოგონების დედამ.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები