ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე [photo]

2020-11-14 19:06:46

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის გამყოფ ზოლზე არსებულ რკინის ჯებირს შეეჯახა და აღნიშნული კონსტრუქცია მოგლიჯა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გარკვეული დროის განმავლობაში, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობას სამართალდამცავები არეგულირებდნენ.