რუსთავთან ახლოს საბურავები დაწვეს [photo]

2020-11-14 18:57:11

რუსთავთან ახლოს გაჩიანის ტერიტორიაზე გამწვანებულ სივრცეში საბურავები დაწვეს.

წვის პროცესისგან გამოწვეული კვამლის დანახვა რუსთავის თითქმის ყველა წერტილიდან იყო შესაძლებელი.

როგორც "ინფო რუსთავს" გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, ადილზე მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა სამართალდამრღვევი პირი/პირები არ გამოკვეთილა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები