რა ეტაპზეა რუსთავში სპორტკომპლექსის მშენებლობა [photo]

2020-11-15 00:47:20

რუსთავში ნიჩბოსანთა სპორტკომპლექსის საძირკველი ჩასხმულია და მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მშენებლობას ადგილზე გაეცნო საზოგადოება "რუსთაველების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი.

სპორტკომპლექსის პროექტი სწორედ "რუსთაველების" დაკვეთით ხორციელდება.

"მიწისქვედა სართულის ბეტონის სამუშაოები მთავრდება. პროექტი ცოტა შეიცვალა და კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. შესაძლებლობა მოგვეცა ქვევით საკმაოდ დიდი სივრცე შეგვექმნა, სადაც იქნება ნავების შესანახი. გარკვეული ნაწილი კი საპარკინგე ადგილი იქნება.

ამ ტემპებით თუ გავაგრძელებთ, ჩვენ იანვარში მშენებლობა დასრულებული გვექნება. მთავარი ის არის, რომ ის მხოლოდ ნიჩბოსანთა სპორტსკოლა არ იქნება, მეორე სართულზე იმხელა სივრცეები იქნმება, რომ გამოყენებული იქნება სხვდასხვა აქტივობებისთვის, კონფერენციების ჩატარებისთვის. მესამე სართულზე იქნება ბაზა, სადაც იქნება სასტუმრო ნომრები",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ალექსანდრე დალაქიშვილმა.

სპორტსკოლა გაზაფხულიდან ნიჩბოსნობით დაინტერესებული ბავშვების მიიღებას შეძლებს. მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია და ვარაუდობენ, რომ სკოლის ბაზაზე დაახლოებით 60 მოზარდი მოახერხებს კურსის გავლას, თუმცა, სანამ მსურველებს შეარჩევენ, მათ ფიზიკური მომზადების გამოცდა უნდა ჩააბარონ.

პროექტის ხელმძღვანელები მომავალ წელს ასევე გეგმავენ, რომ სპორტკომპლექსის ბაზაზე, სკოლებსა და სხვადასხვა კომპანიას შორის შეჯიბრება გაიმართოს.

შეგასენებთ, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობა რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია, რომ შენობაში განთავსებული იქნება ნავების შესანახი, ადმინისტრაციული ოთახები, სალექციო აუდიტორია, გამოსაცვლელი ოთახები ქალებისა და მამაკაცებისთვის, სამედიცინო პერსონალის ოთახი და სასტუმროს 6 ნომერი, სადაც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ სპორტსმენებს დარჩენის საშუალება ენქებათ.

კომპლექსის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები