კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-14 11:01:41

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აქედან 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში, 4 შემთხვევა კი გუშინ გვიან ღამით დაფიქსირდა ცხელების ზონაში, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოწყობილი.

რაც შეეხება დანარჩენ 3 შემთხვევას, ასევე გვიან ღამით დადასტურდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

პაციენტების უმრავლესობას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მათი დიდი ნაწილი რუსთაველია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის ცხელების ზონებში სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეჰყავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები.

კოვიდინფიცირებულების კონტაქტების წრისა და დაინფიცირების წყაროს მოკვლევის მიზნით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.