რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

2020-11-13 19:59:57

რუსთავში, დღის განმავლობაში, მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ რამდენჯერმე შეიცვალა.

კოვიდ19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრში კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხები ეტაპობრივად ხდებოდა ცნობილი.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა, პაციენტები რუსთაველები არიან. კლინიკაში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ყველა კოვიდინფიცირებული შუახნის პირია. მათ უმეტესობას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.

12 ნოემბერს დიაგნოსტიკური ცენტრიდან ლაბორატორიულ კვლევაზე 25 ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, აქედან როგორც უკვე აღვნიშნეთ, 6 შემთხვევაში ტესტის პასუხი დადებითი იყო, პაციენტების ნაწილის პასუხს კი კლინიკაში ჯერ კიდევ ელოდებიან.