ვინ არის გარდაცვლილი რუსთაველი მამაკაცი [video]

2020-11-14 00:00:43

ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. [ვიდეო/video]

ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი რუსთაველი, 37 წლის მამუკა მოსიაშვილია.

მამუკა მოსიაშვილი სამხედრო მოსამსახურე იყო. მას ახალგაზრდა მეუღლე და სამი შვილი დარჩა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

მამაკაცი რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ მოულოდნელად მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის გაჩერებას შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამუკა მოსიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.