ლესელიძის ქუჩაზე მე-2 გასასვლელში ავარიული ბოძი დგას. აღნიშნული პრობლემის გაშუქების თხოვნით "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიმართა, მოქალაქის თქმით, ავარიული ბოძი ახლით შეცვალეს და ელექტროსადენები მასზე გადაიტანეს, თუმცა ავარიული ბოძი ისევ ადგილზე დგას " ძველი ბოძი ავარიულ ვითარებაში დატოვეს და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, არის დანგრეული და ორ არმატურაზე დგას, ქარის დროს საშინლად ქანაობს."
როგორც მოქალაქე წერს, მან პრობლემის აღმოფხვრის მიზნით განცხადებით კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიმართა, თუმცა კომპანიაში განუცხადეს, რომ მერიისთვის უნდა მიემართა, ქალაქის მერიიდან მისული შეტყობინების თანახმად კი მოქალაქე კვლავ "ენერგო პრო ჯორჯიაში" გადაამისამართეს.
გვერდის მკითხევლის ინფორმაციით, ავარიული ბოძი მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.