ავტობანზე მანქანა დაიწვა (ვიდეო)

2017-06-10 17:16:38

მცხეთასთან ახლოს, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი გზის შუაგამყოფ ჯებირს დაეჯახა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი მსუბუქად დაშავდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ვიდეოს სოციალურ ქსელში ფოგოგრაფმა ნიკა კახეთელიძემ გაავრცელა. ნახეთ ვიდეო.