"ინტერტრანსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2020-11-15 00:11:18

„ინტერტრანსი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მძღოლს, რომელმაც კომპანიის შინაგანაწესი დაარღვია, გონივრული ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვა შეუჩერდა.

"მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულ მძღოლზე, რომელმაც თბილისის მიმართულებით მგზავრი არ გადაიყვანა.

კომპანიის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება გონივრული ვადით,  განმეორებითი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ კი შესაძლოა კომპანიამ მძღოლთან ხელშეკრულება გაწყვიტოს.

ინტერტანსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, (0341 28 50 50) ხოლო თავის მხრივ კომპანიის მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.