რუსთავიდან თბილისში, ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია „ინტერტრანსში“ განუცხადეს, დილიდან აღნიშნულ მარშრუტზე რამდენიმე ერთეული მიკროავტობუსი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის განამვლობაში რუსთავიდან ვარკეთილის მიმართულებით, მოძრაობა პარალიზებული იყო.