2020-11-12 14:31:01
ხანძარია თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე.
საცხოვრებელ კორპუსში ერთ-ერთი ბინა იწვის. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრე მაშველები ცდილობენ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებიც იმყოფებიან.
საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
მეხანძრეებმა, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ ბინაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.