დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა უკვე ამოქმედდა. შეზღუდვა შეეხო, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.
"ინფო რუსთავმა" რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობის განახლებულ გრაფიკითან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაავრცელა, ახლა კი შიდასაქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მცირედით შეცვლილ განრიგს გთავაზობთ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვას მიკროავტობუსების მოძრაობის წესზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია. გრაფიკის ცვლილება მცირედით შეეხო N4, N7 და N14 სამარშრუტო ხაზებს, რაც შეეხება N22-ს, ეს არის რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტის ერთადერთი ხაზი, რომელსაც სამუშაო საათების შემცირება რამდენიმე საათით მოუხდა.
გთავაზობთ მიკროავტობუსების გადაადგილების გრაფიკს:
N1 - 7:00დან 20:00მდე
N3 - 7:30დან 19:00მდე
N4 - 6:30დან 20:30მდე
N6 - 7:00დან 19:00მდე
N7 - 7:00დან 20:00მდე
N8 - 7:30დან 19:00მდე
N14 - 8:00დან 20:00მდე
N17 - 8:00დან 21:00მდე
N19 - 6:30დან 21:00მდე
N22 - 6:15დან 21:00მდე