2020-11-12 12:19:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე.
ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ფორდის" მარკის სატვირთო შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.