ყაჩაღობა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 2 ნიღბიანი მამაკაცი "აჭარაფეის" ოფისში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფულით სავსე ჩანთა, დაახლოებით 35000 ლარი გაიტაცა.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ რუსთავის პოლიციამ 20 წლამდე ახალგაზრდები ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული თანხაც.
გამოძიება სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.