ხანძარი რუსთავში [video]

2020-11-11 14:05:57

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

ცეცხლი ერთ-ერთ შენობაში განჩდა. როგორც "ინფო რუსთავს" ადგილზე შეკრებილებმა განუცხადეს, ბავშვები სახურავიდან შენობაში ჩავიდნენ და, სავარაუდოდ, ცეცხლიც სწორედ მათ გააჩინეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა შენობაში დატოვებული სხვადასხვა ნივთი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველოს, სასწრაფო-დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები