ოქტომბრის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მის მიმდებარედ მომხდარი 8 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.
ოქტომბრის თვეში, თითქმის ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. ავარიები დაფიქსირდა ლეონიძის, დავით გარეჯის, მშვიდობისა და მესხიშვილის ქუჩებზე, ასევე რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე და XIX მიკრორაიონში.
სწორედ XIX მიკრორაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა არასრულწლოვნის სიცოცხლე.
"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა, ოქტომბერში, გასულ თვეებთან შედარებით, მცირედით გაიზარდა.