რუსთავიდან თბილისში, კონკრეტულად კი ვარკეთილის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა ისევ შეზღუდულია.
კომპანია "ინტრეტრანსსა" და მძღოლებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
მძღოლები მოითხოვენ რომ მათ ყოველდღიური გადასახადი დაუკლონ, მიზეზად კი 22:00 საათის შემდეგ საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვას და მგზავრთა ნაკადის შემცირებას ასახელებენ.