რუსთავში მედპერსონალს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-11 11:27:57

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

5 შემთხვევა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში დადასტურდა.
როგორც ეპიდემიოლოგმა მაია როგავამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ერთი კლინიკის თანამშრომელია,
ხოლო 4 პაციენტი.

როგავას თქმით, მედიკოსი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკაში არ ყოფილა და პარალელურად სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობდა.

ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, ამის შესახებ პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განგვიცხადა.

3 ახალი შემთხვევა კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოვლინდა. კლინიკის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის განცხადებით, პაციენტებს შორის ერთი რუსთაველია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები