რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2020-11-10 17:46:37

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ გაჩერებაზე, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ამ წუთებში მისთვის დახმარების აღმოჩენას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.