რუსთავის მუნიციპალურ თეატრში „მან-სან-კანის“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ფინალში ხუთი სკოლის: 25-ე, 26-ე, მე-10, მე-18 და სკოლა „ლამპარის“ გუნდი იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეები მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმაც შეაფასეს. ღონისძიება სახელოვნებო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. „მან-სან-კანის“ ხუთივე მონაწილეს ფულადი პრიზები, ხოლო გამარჯვებულს სპეციალური თასი გადაეცა.