ახალი შეზღუდვა და ახალი გრაფიკები

2020-11-10 11:14:03

22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე, საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც, გადაადგილება იზღუდება. "ინფო რუსთავს" არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, რომელ ობიექტებს შეეძლებათ ფუნქციონირების გაგრძელება 22:00 საათის შემდეგ.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, სუპერმარკეტებიდან 22:00 საათის შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელება მხოლოდ იმ სასურსათო მაღაზიებს შეეძლებათ, რომლებიც აქამდეც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდენენ. რაც შეეხება სხვა მარკეტებს, მათ ფუნქციონირების შეწყვეტა შეზღუდვის ამოქმედებამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე მოუწევთ.

იგივე წესი ვრცელდება ფარმაცევტულ ობიექტებზეც. აფთიაქები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გემსახურებოდნენ, მუშაობას იგივე რეჟიში გააგრძელებენ.

შეზღუდვა, ცხადია, არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თქვენ საშუალება გაქვთ, 22:00 საათის შემდეგ დროებითი საშვის გამოყენებით, ერთჯერადად გადაადგილდეთ.