22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე, საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც, გადაადგილება იზღუდება. "ინფო რუსთავს" არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, რომელ ობიექტებს შეეძლებათ ფუნქციონირების გაგრძელება 22:00 საათის შემდეგ.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, სუპერმარკეტებიდან 22:00 საათის შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელება მხოლოდ იმ სასურსათო მაღაზიებს შეეძლებათ, რომლებიც აქამდეც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდენენ. რაც შეეხება სხვა მარკეტებს, მათ ფუნქციონირების შეწყვეტა შეზღუდვის ამოქმედებამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე მოუწევთ.
იგივე წესი ვრცელდება ფარმაცევტულ ობიექტებზეც. აფთიაქები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გემსახურებოდნენ, მუშაობას იგივე რეჟიში გააგრძელებენ.
შეზღუდვა, ცხადია, არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს.