რუსთავის ცენტრალური საავადმყოოს ცხელების ზონაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, ინფიცირებულების ასაკები 40-დან 80 წლამდეა.
4 პაციენტიდან 3 რუსთაველია.
კორონავირუსზე აღებულ ტესტების პასუხებს ელოდებიან N2 დიაგნოსტიკურ ცენტრსა და კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში.