ყარაბაღის ომის დასრულდა

2020-11-10 02:18:16

სომხეთის პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს რომ ყარაბაღის ომის დასრულდა.

"ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო. მე მივიღე რთული, უკიდურესად რთული გადაწყვეტილება ჩემთვის და ყველასთვის. მე ხელი მოვაწერე განცხადებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 01:00 საათზე ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ. განცხადების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, გაუგებრად მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

მე ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის სიღრმისეული ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად, ვინც უკეთ იცის სიტუაცია. ჩვენი აზრით ეს არის არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი. ამ ყველაფრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გავავრცელებ.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არც დამარცხებაა. ჩვენ თავს დამარცხებულად არ უნდა ვგრძნობდეთ დაპირიქით, ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანებისა და აღორძინების ხანის დასაწყისი.

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. მუხლმოდრეკილი ვარ ყველა ჩვენი მოწამის წინაშე. მე თაყვანს ვცემ ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, მოხალისეს, ვინც სიცოცხლით დაიცვა და იცავს სამშობლოს.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. 
გაუმარჯოს სომხეთს!", - ნათქვამია განცხადებაში.