მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-11-10 01:45:24

10-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 11-13 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 10 ნოემბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 ნოემბერი +18°C, 12 ნოემბერი +17°C, 13 ნოემბერი +13°C, 14 ნოემბერი +13°C.