პოლიციამ 2000 ლარით ოპოზიციის ლიდერი დააჯარიმა

2020-11-10 00:15:12

თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სამართალდამცავებმა ქუჩაში, იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.

დეკანოიძის განცხადებით, ის სახლში თბილად ჩასაცმელად წავიდა და ისევ აქციაზე მიდიოდა, რომელიცის პარლამენტის წინ იმართება, რა დროსაც სამართალდამცავებმა გააჩერეს. მისი თქმით, ჯარიმა არის უკანანოდ გამოწერილი და მის გადახდას არ აპირებს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მოხდება პირების იდენტიფიცირება და ისინი დაჯარიმდებიან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.

შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000-ლარიანი ჯარიმის სახით“, – აცხადებენ შსს-ში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები