მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებაზე

2020-11-09 23:49:31

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ თუ იქნება ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება მიღებული, ის საქართველოში ჩამოვა.

მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ოპოზიციას ხელს არ შეუშლის.

მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო.

იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ. ახლა უკვე წყალი აქვთ შეყენებული. სპეცრაზმი უკეთესი ჰყავთ ვიდრე შევარდნაძეს იმიტომ, რომ ჩემი შექმნილია”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები