კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-09 11:28:36

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის კიდევ 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

4-ვე შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში არსებულ ცხელების ზონაში დაფიქსირდა და ოთხივე რუსთაველია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ცენტრალური კლინიკის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები