რუსთავში ცურტაველის ქუჩაზე, რესტორან სამეფოს მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 9 ივნისს, 13-00-დან 19-00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდათ:
ცურტაველის, თბილისის, ვ.ფშაველას, მაჩაბელის, ვახუშტის,ფალიაშვილის-ლუწები, იაღლუჯის, გორის, ნიშნიანიძის, მეგობრობის, გზირიშვილის, თავგორაშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს, გურამიშვილის,9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის ქუჩების გუბერნიას, საჯარო რეესტრს, პრობაციის ბიუროს.
გარდა ამისა, მე-7ა მ/რ-ის N 2-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 9 ივნისს, 10-00 16-00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა მე-7ა მ/რ-ს. განცხადებას კომპანია "რუსთავის წყალი" ავრცელებს.