ცესკოსთან წყლის ჭავლი გაუშვეს

2020-11-08 21:49:52

ცესკოს შენობასთან წყლის ჭავლი გაუშვეს.

ადგილზე შეკრებილ მომიტინგეებს წყლის ჭავლით შლიან.

ცესკოთან მობილიზბულია რამდენიმე ასეული სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები.

წყლის ჭავლის გაშვების დროს რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.

ცესკოს შენობისკენ აქტივისტებთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მიემართებიან, რომლებმაც ფეხით სვლა რუსთაველზე პარლამენტის წინ გამართული აქციიდან დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას 8 საათამდე მისცა დრო, რათა 3 მთავარი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. ესენია: დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები, თანამდებობა დაეტოვებინა ცესკოს თავმჯომარეს თამარ ჟვანიას და გათავისუფლებულიყო ყველა პოლიტპატიმარი.

8 საათის შემდეგ კი ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვალთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები