პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო

2020-11-08 15:33:15

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით სხვადასხვა პარტიის ლიდერი მიმართავს და ასევე მათ სამოქმედო გეგმას წარუდგენენ.

აქციას ოპოზიციური პარტიების რუსთაველი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებ არ აღიარებნ და მას არალეგიტიმურად ცნობენ.

მათი განცხდებით ცესკომ "ქართული ოცნების" დაკვეთით არჩევნებიი გააყალბა და იმაზე მეტი პროცენტი დაუწერა მმართველ პარტიას ვიდრე მან არჩევნებში რეალურად აიღო.

ცესკოს დღევანდელი მონაცემების მიხედვით, პარლამენტში შესვლა "ქართული ოცნების" გარდა 8 ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო, თუმცა ყველა მათგანმა საკანონმდებლო ორგანოში შესვვლაზე უარი განაცხადა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები