რუსთავში შენობის ფასადი ჩამოინგრა [photo]

2020-11-08 13:05:59

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა.

ჩამოშლილი მასა ტროტუარზეა მიმოფანტული. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად.

აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე კომერციული ობიექტია განთავსებული.