კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-08 11:51:48

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი შემთხვევები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში დაფიქსირდა.

17 პაციენტს კორონავირუსი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაუფიქსირდა, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში ვირუსზე აღებული ტესტების პასუხებს კიდევ ელოდებიან და სავარაუდოდ ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ ცხელების ზონაში. საავადმყოფოს ინფექციონისტის მაია რაზმაძის განცხადებით, კორონავირუსზე 11 სინჯი იყო გადაგზავნილი, საიდანაც ვირუსი 5 პაციენტს დაუდასტურდა.

4 პაციენტს კი ვირუსი კლინიკა "რუსთავში" არსებულ ცხელების ზონაში დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები