ინციდენტი მე-12 მკრ-ში. 24 წლის ქალს, თავისა და გულ-მკერდის არეში, ბლაგვი საგნით, ჭრილობები მიაყენეს. თავდაპირველი ინფორმაციით დაპირისპირება ქალებს შორის მოხდა, მოგვიანებით კი დაზუსტდა რომ შელაპარაკება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის მოხდა რა დროსაც მამაკაცმა ქალს თავში დიდი ზომის ქვა ჩაარტყა. დაზარალებული სასწსრაფო-სამედიცინო ეკიპაჟის მიერ, კლინიკა „რუსთავში“ იქნა მოთავსებული. ექიმის განცხადებით პაციენტი ამ დროისთვის სახლშია გაწერილი.
შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა. შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ რომ - "ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს". ნახეთ ვიდეო.