კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-07 18:49:26

რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

24  შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა, პასუხები დღის განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა ცნობილი.

პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, 11 დადებითი პასუხი კლინიკისთვის დღის პირველ ნახევარში, 13 კი დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.

ადამიას განცხადებით, პაციენტები რუსთაველები არიან, მათ უმრავლესობას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს. მისივე თქმით, ნაწილის ინფიცირების წყარო უცნობია, მეორე ნაწილთან მიმართებაში კი საქმე გვაქვს უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებთან.