ვის შეეძლება ღამის საათებში რუსთავში გადაადგილება

2020-11-09 00:02:56

რუსთავში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტომობილებისთვის გადაადგილება იზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში გადაადგილების უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს ექნებათ.

"შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწსებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“, - განცახდა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, შეზღუდვა საქართველოს 7 დიდ ქალაქზე - რუსთავზე, თბი­ლის­ზე, ქუ­თა­ის­ზე, ბა­თუმ­ზე, ზუგ­დიდ­ზე, ფოთ­სა და გორ­ზე ვრცელდება.