რუსთავში კლინიკის 3 თანამშრომელს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-07 10:51:28

რუსთავის ცხელების ზონებში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ცხელების ზონაში, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" განთავსებული, კორონავირუსი 4 პაციენტს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგ მაია როგავას თქმით, აქედან 3 კლინიკა "რუსთავის" თანამშრომელია.

"ერთი სამშორბიარო ნაწილშია ექიმი, ერთი ქირურგის ექთანი, ერთი კი ადმინისტრაციულ ნაწილში მუშაობს. მათ ცხელების ზონასთან შეხება არ ჰქონიათ", - განაცხადა როგავამ.

რაც შეეხება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონას, აღნიშნულ ზონაში კოვიდ19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის თქმით, პაციენტების ნაწილისთვის დაინფიცირების წყარო უცნობია. კოვიდინფიცირებული 80 წლამდე მამაკაცია.

პაციენტების კონტაქტების წრის მოკვლევის მიზნით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.