მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-11-07 02:02:41

7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია  საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 7 ნოემბერი +17°C, 8 ნოემბერი +17°C, 9 ნოემბერი +16°C, 10 ნოემბერი +17°C.